სარკისებრ მინანქრიანი ანტრემე

Instructor
tamuna
83 Students enrolled
5
1 შეფასება
  • აღწერა
  • სასწავლო გეგმა
  • შეფასება
2

 

კეთილი იყო თქვენი ფეხი ჩემს ონლაინ სკოლაში!

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც არ აქვს გამოცდილება სარკისებრ მინანქრიანი მუსის ნამცხვრის (ანტრემეს) შექმნის და ასევე მათთვის, ვისაც აქვს გარკვეული ცოდნა, მაგრამ სურს დახვეწოს შედეგები და გადავიდეს შემდეგ საფეხურზე

ამ კურსში თქვენ შეისწავლით მუსის დესერტისანტრემეს საბაზისო დეტალებს, სათანადო ტექნიკებს, ტექსტურებს და ტემპერატურულ თავისებურებებს, რაც საშუალებას მოგცემთ მომავალში თავად შექმნათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი მუსის დესერტი

ანტრემეფრანგული წარმოშობის მუსის ბაზაზე შექმნილი მრავალ კომპონენტიანი დესერტია, რომელიც ეწყობა სპეციალურ ფორმებში და როგორც წესი მორთულია მინანქრით. ცნობილია მათი მხატვრული პრეზენტაციით, და გემოსა და ტექსტურების ჰარმონიული ბალანსით

ანტრემეს შექმნა მოითხოვს მაღალი დონის უნარებსა და ტექნიკებს, განსაკუთრებით ფენების შექმნის, გემოების შეხამებისა და დეკორაციის თვალსაზრისით და ამ კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეიძენთ საჭირო უნარებს

კურსი ძალიან ინფორმატიულია და შეიცავს მრავალ დეტალს ინგრედიენტებსა და ხელსაწყოებზე

კურსზე წვდომა გექნებათ შესყიდვიდან 365 დღის განმავლობაში, თუმცა შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენთვის სასურველ დროს და ადგილას და დაუბრუნდეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოისურვებთ

კურსის დასრულების შემდეგ მიიღებთ შესაბამის სერტიფიკატს !

გისურვებთ წარმატებებს

სიყვარულით,

თამუნა

 

 

მარწყვის და თეთრი შოკოლადის მუსის ნამცხვარი სარკისებრი მინანქრით
5.0
1 შეფასება
ვარსკვლავი 5
1
ვარსკვლავი 4
0
ვარსკვლავი 3
0
ვარსკვლავი 2
0
ვარსკვლავი 1
0